კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს ვებგვერდზე. TO.GE არის კინოს ბილეთების ინტერნეტ დაჯავშნის პლატფორმა. ამ გვერდის ოფიციალურ მფლობელს წარმოადგენს შპს „მეინფეიჯი“. გვერდის გამოყენების წესები მოიცავს წესებსა და დებულებებს, რომლებიც შემდგომში განაპირობებენ თქვენს მიერ ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობასა და გამოყენების შესაძლებლობას. თქვენს მიერ ნებისმიერ დროს საიტის გამოყენება რეგულირდება საიტით სარგებლობის წესების დებულებებით დროის ყოველი მონაკვეთისათვის (შეიძლება დროდადრო წარმოდგენილი იყოს წესების სახეშეცვლილი ვარიანტი) და ექვემდებარება მოქმედ კანონებს, წესებსა და რეგულაციებს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საიტის მოხმარების პირობებსა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.



  1.    დებულებაში მოცემულ აღნიშვნების განმარტებები

ტერმინის ქვეშ - “ჩვენ“ იგულლისხმება შპს „მეინფეიჯი“ და მისი წარმომადგენლობა, ხოლო ტერმინის ქვეშ - „თქვენ“ იგულისხმება შპს „მეინფეიჯი“-ს ვებგვერდით (TO.GE) მოსარგებლე პირები (მომხმარებელი, შემსრულებლები).



  1.    თანხმობის პირობები:

2.1    თქვენს მიერ ამ გვერდზე სტუმრობით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ქვემოთ მითითებულ საიტით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

 

2.2   საიტის გამოყენების პირობები ჩვენს მიერ ნებისმიერ დროს ექვემდებარება შეცვლას, ამ ცვლილებების შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

2.3    საიტით სარგებლობის მიმდინარე პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ ასევე პასუხისმგებლობას პერიოდულად შეამოწმოთ საიტის გამოყენების წესებში შეტანილი ცვლილებები და/ან განახლებები. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩვენ, ჩვენის მხრივ ვეცდებით ცვლილებების შესახებ შეტყობინების განთავსებას განცხადების სახით.

 

2.4 ცვლილებების ნახვის შემდეგ თქვენი მხრიდან საიტის გამოყენება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით გამოყენების წესებსა და პირობებს.

 

  1.      საიტის გამოყენება

3.1     ვებგვერდზე შესვლითა და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ ბილეთის ყიდვის დროს წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, შემდგომშიც მოწოდებული ინფორმაცია ასევე იქნება უტყუარი.

3.2  აკრძალულია ყველა ის ქმედება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები.

3.3 ამ პიროების დარღვევის შემთხვევაში, საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით ყოველგვარი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ;

 

  1.     წვდომა საიტზე

4.1 მიუხედავად საიტის გამოყენების წესების ზედმიწევნით დაცვისა თქვენი მხრიდან, ჩვენ, შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს მიერ, საიტის გამოყენების შეჩერების, შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ დროს, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გამოგზავნის გარეშე.



  1.     პირობები

5.1 აღნიშნული საიტის გამოყენების პირობები ძალაშია მანამ, სანამ თქვენ სარგებლობთ ვებგვერდით;

 

  1.    კანონმდებლობა

 

აღნიშნული ვებგვერდის მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, გადაეცემა საქართველოს სასმართლოს.



  1.     ვებგვერდი და მისი მომსახურება (განკუთვნილია შემსრულებლისთვის):

 

7.1 ვებგვერდი აძლევს საშუალებას შეიძინოს კინოს ბილეთები ჩვენს ვებგვერდზე.

 



  1.      ვებგვერდი და მისი მომსახურება (განკუთვნილია მომხმარებლისთვის):

 

8.1 ჩვენ საიტის მომხმარებლისგან არანაირ საკომისიოს არ ვიღებთ.

 



*. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@to.ge ან დაგვირეკეთ 557 66 88 86.

 

პატივისცემით,

 

შპს „მეინფეიჯი“-ს ადმინისტრაცია